Accessibility links

logo-print

წინასწარმეტყველი მოჰამადის კარიკატურების ძალადობრივი ფორმით


წინასწარმეტყველი მოჰამადის კარიკატურების ძალადობრივი ფორმით გაპროტესტება ევროპის ქვეყნების პრეზიდენტებმა დაგმეს.

წინასწარმეტყველი მოჰამადის კარიკატურების ძალადობრივი ფორმით გაპროტესტება ევროპის ქვეყნების პრეზიდენტებმა დაგმეს.
აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ დრეზდენში დღეს ერთმანეთს გერმანიის სახელმწიფოს მეთაური, ჰორსტ კოელერი, და ფინეთის, იტალიის, ლატვიის, ავსტრიის, პორტუგალიის და უნგრეთის პრეზიდენტები შეხვდნენ. კოელერის თქმით, გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ძირეული ელემენტია, მაგრამ მისი უპასუხისმგებლოდ გამოყენება არ შეიძლება. მისი თქმით, აუცილებელია გამოჩნდეს, რომ ევროპელები სხვებს პატივს სცემენ, მაგრამ ძალადობა და ნგრევა მათთვის მიუღებელია.
კოელერის აზრით, ევროპამ ახლა რელიგიებს და კულტურებს შორის დიალოგი უნდა აწარმოოს.
XS
SM
MD
LG