Accessibility links

logo-print

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი ივანოვმა


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი ივანოვმა, დღეს მიუნხენში ირანის შესახებაც ისაუბრა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი ივანოვმა, დღეს მიუნხენში ირანის შესახებაც ისაუბრა.
მან საერთაშორისო თანამეგობრობას ირანთან დიპლომატიური თანამშრომლობის გაგრძელებისკენ მოუწოდა, და განაცხადა, რომ ძალიან ცუდი იქნება, თუკი ირანიდან საერთაშორისო ინსპექტორებს გააძევებენ.
ივანოვმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მანოუჩერ მოტაკიმ, დაადასტურა, რომ ქვეყანამ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან, ნებაყოფლობითი თანამშრომლობა შეწყვიტა. [მოტაკის ხმა]: "ირანმა ყველა ის ნებაყოფლობითი ქმედება შეწყვიტა, რომელსაც ქვეყანა უკანასკნელი ორწელიწადნახევრის განმავლობაში ახორციელებდა. ჩვენ დამატებითი პროტოკოლის, იმავე ინსპექციის რეჟიმის წინაშე აღარ ვართ ვალდებულები და ახლა ჩვენი ქმედებები ატომური იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებას დაეყრდნობა". ირანის მხრიდან ამ ნაბიჯების განხორციელება ატომური ენერგეტიკის საერტაშორისო სააგენტოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილების პასუხია. სააგენტომ გადაწყვიტა, ირანის ატომური ენერგეტიკის პროგრამის საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს გადასცეს – რასაც, შესაძლოა, სანქციების დაწესება მოყვეს.
XS
SM
MD
LG