Accessibility links

ავღანეთის ქალაქ ყანდაარში თვითმკვლელმა თავი


ავღანეთის ქალაქ ყანდაარში თვითმკვლელმა თავი აიფეთქა პოლიციის განყოფილების მახლობლად.

ავღანეთის ქალაქ ყანდაარში თვითმკვლელმა თავი აიფეთქა პოლიციის განყოფილების მახლობლად.
მომხდარისთვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო მოძრაობა თალიბანმა. ყანდაარში მირ ვაისის საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ ამ საავადმყოფოში მიიტანეს 13 გვამი და 11 დაჭრილი ადამიანი მიიყვანეს. მისი თქმით, მათი უმრავლესობა უშიშროების ძალების თანამშრომლები არიან, მაგრამ არიან სამოქალაქო პირებიც. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თვითმკვლელმა ბომბი ააფეთქა მაშინ, როცა მას პოლიციის ტერიტორიის შესასვლელთან სინჯავდნენ. იგი მოტოციკლეტით ცდილობდა ტერიტორიაზე შესვლას.
XS
SM
MD
LG