Accessibility links

კარიკატურების გამო საპროტესტო გამოსვლები მსოფლიოს


კარიკატურების გამო საპროტესტო გამოსვლები მსოფლიოს სხვდასხვა ქალაქში იმართება.

კარიკატურების გამო საპროტესტო გამოსვლები მსოფლიოს სხვდასხვა ქალაქში იმართება.
პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ფეშავარში მრავალათასიანი დემონსტრაციის მონაწილეებმა დღეს დაწვეს დანიის პრემიერ-მინისტრის პორტრეტები. ისინი მოითხოვდნენ იმ გაზეთის დასჯას, რომელმაც პირველად დაბეჭდა კარიკატურები. თეირანში მეორე დღეა გრძელდება არეულობები დანიის საელჩოს მახლობლად. დღესვე საპროტესტო აქცია გაიმართა ბაქოში. მანამდე საპროტესტო გამოსვლები გაიმართა ახლო აღმოსავლეთში, ერაყში, ინდონეზიაში, ტაილანდში. შეერთებული შტატები, ევროპის კავშირი და გაერო გმობენ ძალადობის აქტებს. ვაშინგტონმა საუდის არაბეთს მოუწოდა, გამოიყენოს თავისი გავლენა მუსულმანურ სამყაროში, რათა შესუსტდეს დაძაბულობა. დანიის პრემიერ-მინისტრმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საპროტესტო გამოსვლები დაახასიათა, როგორც გლობალური კრიზისი და მისი ჩაცხრობის მოწოდებით გამოვიდა. მისი თქმით, რადიკალი ისლამისტები კრიზისს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ.
XS
SM
MD
LG