Accessibility links

logo-print

საფრანგეთში ყოველკვირეულმა სატირულმა ჟურნალმა დღეს


საფრანგეთში ყოველკვირეულმა სატირულმა ჟურნალმა დღეს დაბეჭდა მოციქულ მუჰამედის თორმეტივე კარიკატურა,

საფრანგეთში ყოველკვირეულმა სატირულმა ჟურნალმა დღეს დაბეჭდა მოციქულ მუჰამედის თორმეტივე კარიკატურა,
რომლებმაც მუსლიმებს შორის პროტესტი გამოიწვია. გარდა ამისა, ჟურნალმა "ჩარლი ებდომ" პირველივე გვერდზე დაბეჭდა ახალი კარიკატურა: ცრემლიანი მოციქულის გამოსახულება წარწერით "რა ძნელია, როცა უგუნურებს უყვარხარ". ამავე ჟურნალშია დაბეჭდილი კარიკატურები სხვა რელიგიებზე, მათ შორის ქრისტიანობასა და იუდაიზმზე. ფრანგი მუსლიმანების ორგანიზაციებმა ამაოდ სცადეს კარიკატურების დაბეჭდვისთვის სამართლებრივი ზომებით ხელის შეშლა. დღესვე საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა პროვოკაციაში დაადანაშაულა გამოცემები, რომლებმაც კარიკატურები გადაბეჭდეს.
XS
SM
MD
LG