Accessibility links

logo-print

პალესტინელების გასამხედროებულ ჯგუფ "ჰამასის" პოლიტიკური


პალესტინელების გასამხედროებულ ჯგუფ "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერის განცხადებით, ისრაელთან გრძელვადიანი ზავი შესაძლებელია,

პალესტინელების გასამხედროებულ ჯგუფ "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერის განცხადებით, ისრაელთან გრძელვადიანი ზავი შესაძლებელია,
თუ ისრაელი დაყაბულდება მოთხოვნას, დაუბრუნდეს 1967 წლის საზღვრებს. სამაუწყებლო კომპანია BBC-თან ინტერვიუში ხალედ მეშაალმა ასევე აღნიშნა, რომ "ჰამასი" არ იტყვის უარს ძალადობაზე, რადგან სჯერა, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა სამართლიანია. "ჰამასის" ხელმძღვანელობის წევრები ქაიროში იყვნენ ჩასული ახალი მთავრობის ჩამოყალიბებასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებზე მოსალაპარაკებლად. საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტიდ პრესი" ჰამასის უმაღლესი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ "ჰამასმა" ჯამალ ალ-ხუდაირი წარადგინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ალ-ხუდაირი არის ღაზელი ბიზნესმენი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობდა დამოუკიდებელი კანდიდატის რანგში და "ჰამასის" მხარდაჭერით სარგებლობს.
XS
SM
MD
LG