Accessibility links

უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინა მზადაა


უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინა მზადაა გააუქმოს, ან ახალი მოლაპარაკების საგანი გახადოს მოსკოვთან ბუნებრივ აირზე მიღწეული შეთანხმება,

უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინა მზადაა გააუქმოს, ან ახალი მოლაპარაკების საგანი გახადოს მოსკოვთან ბუნებრივ აირზე მიღწეული შეთანხმება,
თუ ის რუსეთში ვინმეს არ მოსწონს. ამ შეთანხმებამ ბოლო მოუღო ბუნებრივი აირის ფასზე უთანხმოებას იანვრის დასაწყისში, მაგრამ უკრაინაში გამოიწვია მწვავე დისკუსია, გაზის გაძვირების და შეთანხმების მონაწილე შუამავალ კომპანიასთან დაკავშირებული შეკითხვების გამო. ეს კომპანია,"რუსუკრენერგო", ეკუთვნის რუსულ "გაზპრომს" და უცნობი ინვესტორების ჯგუფს. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს განაცხადა, რომ ინვესტორები უკრაინასთან არიან დაკავშირებული და არა რუსეთთან. მაგრამ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იური იეხანუროვმა ეს ვარაუდი უარყო და აღნიშნა, რომ ოფიციალურ პირებს დაავალა ჰკითხონ "რუსუკრენერგოს" მისი საქმიანობის და მფლობელების შესახებ.
XS
SM
MD
LG