Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დანიას


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დანიას მოუწოდებს, ბოდიში მოიხადოს წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამო.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დანიას მოუწოდებს, ბოდიში მოიხადოს წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამო.
მანვე დაგმო კარიკატურები: [პუტინის ხმა] “ნებისმიერი პროვოკაცია ამ სფეროში სრულიად დაუშვებელია. რაიმეს გამოქვეყნებამდე, დახატვამდე ყველაფერს ასჯერ უნდა ჩაუფიქრდე”. პუტინის თქმით, თუ სახელმწიფოს არ შეუძლია მსგავსი პუბლიკაციების აკრძალვა, მან პატიება მაინც უნდა ითხოვოს. ამ კომენტარით პუტინი გამოვიდა ესპანურ გაზეთთან ინტერვიუში, რომელიც დღეს დაიბეჭდა ესპანეთში პუტინის ორდღიანი ვიზიტის დაწყებასთან დაკავშირებით. როგორც იუწყებიან, მისი და მეფე ხუან კარლოსის, აგრეთვე პრემიერ-მინისტრ ხოსე ლუის როდრიგეს საპატეროს მოლაპარაკების თემებია ტერორიზმის წინაღამდეგ ბრძოლა, ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდება, ევროკავშირთან რუსეთის ურთიერთობა.
XS
SM
MD
LG