Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ


მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ ჰებრონში, დემონსტრანტებმა იერიში განახორციელეს უცხოელი მეთვალყურეების მისიაზე.

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ ჰებრონში, დემონსტრანტებმა იერიში განახორციელეს უცხოელი მეთვალყურეების მისიაზე.
წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურებით განრისხებული ასობით პალესტინელი ქვებსა და ბოთლებს ესროდა უცხოურ მისიას. პოლიციას მოუწია დამატებითი ძალების გამოძახება, დემონსტრანტების დასაშლელად. როგორც იუწყებიან, არავინ დაშავებულა. ორგანიზაცია, მისი წარმომადგენლის მიერ მოგვიანებით გაკეთებული განცხადებით, რეგიონს დროებით დატოვებს ძალადობასთან დაკავშირებით. ორგანიზაცია "ისლამური კონფერენცია", გაერო და ევროკავშირი გამოსული არიან ერთობლივი მოწოდებით, დაუყოვნებლივ დაიწყოს დიალოგი მუსულმანებში კარიკატურით გამოწვეული პროტესტის განმუხტვის მიზნით. კარიკატურებს პროტესტი მოჰყვა საქართველოშიც - ქვემო ქართლში, მარნეულში მოეწყო დემონსტრაცია, რომელშიც რამდენიმე ასეული ეთნიკური აზერბაიჯანელი მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG