Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში, სიცილიაზე ნატოს წევრი 26


იტალიაში, სიცილიაზე ნატოს წევრი 26 ქვეყნის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა მიმდინარეობს.

იტალიაში, სიცილიაზე ნატოს წევრი 26 ქვეყნის მინისტრების
ორდღიანი შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრა ქალაქ ტაორმინაში იმართება და ნატოს სამომავლო ოპერაციებს და მისიებს ეხება ავღანეთში, ერაყში და ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონში. ამავე დროს, მინისტრები წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურებით გამოწვეული სკანდალის შესაძლო შედეგებზეც ისაუბრებენ. 10 თებერვალს ნატოს მინისტრები ისრაელის, ალჟირის, ეგვიპტის, იორდანიის, მავრიტანიის, მაროკოს და ტუნისის თავდაცვის მინისტრებს შეხვდებიან. შეხვედრაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი ივანოვიც ჩავა და რუსეთისა და ნატოს ურთიერთობისთვის მიძღვნილ საგანგებო სხდომას დაესწრება.
XS
SM
MD
LG