Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლში, ერთ-ერთი პოლიციის სადგურის მახლობლად


სტამბოლში, ერთ-ერთი პოლიციის სადგურის მახლობლად, ინტერნეტ-კაფეში ბომბი აფეთქდა,

სტამბოლში, ერთ-ერთი პოლიციის სადგურის მახლობლად, ინტერნეტ-კაფეში ბომბი აფეთქდა,
რასაც სულ მცირე 16 ადამიანის დაშავება მოყვა. მათ შორის 6 პოლიციის ოფიცერია. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ორგანიზაციას არ აუღია. იმ ინტერნეტ-კაფეში, სადაც ბომბი აფეთქდა, პოლიციას წესრიგის დამყარების მიზნით ხშირად უწევს მისვლა, ვინაიდან ის რაიონი ექსტრემისტული ისლამისტი, ქურთული და მემარცხენე დაჯგუფებების აქტივობით არის ცნობილი.
ალ-ყაიდასთან დაკავშირებულმა თურქმა ექსტრემისტებმა 2003 წლის ნოემბერში სტამბოლში აფეთქებების სერია განახორციელეს, რასაც სამოცი ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG