Accessibility links

logo-print

დღეს გაათავისუფლეს სამშვიდობო ძალების სამი


დღეს გაათავისუფლეს სამშვიდობო ძალების სამი რუსი მოსამსახურე, რომლებიც საქართველოს სამხედრო პოლიციამ 8 თებერვალს

დღეს გაათავისუფლეს სამშვიდობო ძალების სამი რუსი მოსამსახურე, რომლებიც საქართველოს სამხედრო პოლიციამ 8 თებერვალს
სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის ზონაში დააკავა. ქართულმა მხარემ რუსი სამხედრო მოსამსახურეები გადასცა ეუთოს მეთვალყურეთა მისიის თანამშრომლებს, რომლებმაც ისინი შერეული სამშვიდობო ძალების უახლოეს საგუშაგომდე მიაცილეს. ქართველმა სამართალდამცავებმა რუსი სამხედრო მოსამსახურეები სოფელ ქურთაში საქართველოს ვიზების უქონლობის მიზეზით დააკავეს. 9 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაწყებულია რუსი ოფიცრების დეპორტაციის პროცედურა, რადგანაც მათ არც პასპორტები აღმოაჩნდათ. გავრცელებული ცნობების თანახმად, რუსი სამხედრო მოსამსახურეების მიერ საქართველოს დატოვებას რუსეთის საელჩო უზრუნველყოფს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა ქვეყანა 24 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.
XS
SM
MD
LG