Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები


ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები სიცილიის ქალაქ ტაორმინაში შეიკრიბნენ,

ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები სიცილიის ქალაქ ტაორმინაში შეიკრიბნენ,
რათა საკითხების ფართო სპექტრზე ემსჯელათ. მათ შორის იყო როგორც ერთიანი თავდაცვის სტრატეგიის პრობლემები, ისე რუსეთთან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხები. შეხვედრის კულუარებში ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი შეხვდა ისრაელისა და რამდენიმე არაბული სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრებს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი შეეხო პალესტინელთა საპარლამენტო არჩევნებში "ჰამასის" გასამხედროებული მოძრაობის გამარჯვებას. [დონალდ რამსფელდის ხმა] "ჩატარდა არჩევნები და ჰამასმა გაიმარჯვა. ვფიქრობ, ამ გამარჯვებამ ისინი, ცოტა არ იყოს, თვითონ გააკვირვა. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათ ჯერ არც გაუკეთებიათ განცხადებები, მკაფიო განცხადება იმის შესახებ, როგორ აპირებენ მართვას. და ვფიქრობ, არჩევნებში მონაწილეობა და მართვა სხვადასხვა რამეებია. ამიტომ მგონია, რომ უმჯობესი იქნება, დავიცადოთ და განვსაჯოთ მართვის მეთოდების მიხედვით. ჩემი აზრით, ეს საინტერესო იქნება." დღესვე, ამავე საკითხზე ისაუბრა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა. [სერგეი ივანოვის ხმა] "ჰამასი ხელისუფლების სათავეში მოვიდა. ეს ფაქტია. მეორე ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ ჰამასი ხელისუფლების სათავეში მოვიდა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შედეგად. მესამე: ბევრ ქვეყანას - რომ არა ვთქვათ, მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობას - არ მოსწონს ჰამასის მოძრაობის იდეოლოგიის ზოგიერთი ასპექტი. მათ შორის არის რუსეთის ფედერაციაც."
XS
SM
MD
LG