Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა გაფრთხილება


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ მისმა ქვეყანამ შეიძლება დატოვოს

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ მისმა ქვეყანამ შეიძლება დატოვოს
ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება, თუკი, როგორც მან თქვა, გაგრძელდება უსამართლო ზეწოლა ირანზე მისი ბირთვული პროგრამის გამო. ირანის საკითხი, იმის გამო, რომ ამ ქვეყანამ ვერ მოახერხა დამაჯერებლად დაემტკიცებინა, რომ მისი მეცნიერები არ მუშაობენ ბირთვულ იარაღზე, დასავლეთის ქვეყნებმა გაეროს უშიშროების საბჭოს გადასცეს.
აჰმადინეჟადმა სიტყვით მიმართა მასობრივ თავყრილობას ირანის ისლამური რევოლუციის 27 წლის აღსანიშნავ შეხვედრაზე. მან ასევე გაიმეორა, რომ “ჰოლოკოსტი მითია”, რომელიც სიონისტებმა შექმნეს დასავლეთის სახელმწიფოების გამოძალვის მიზნით. მისი თქმით, ნამდვილი ჰოლოკოსტი პალესტინასა და ერაყში მოხდა.
XS
SM
MD
LG