Accessibility links

logo-print

ერაყის “შიიტთა გაერთიანებლმა ალიანსმა”, რომელმაც


ერაყის “შიიტთა გაერთიანებლმა ალიანსმა”, რომელმაც მოიგო დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში ადგილების

ერაყის “შიიტთა გაერთიანებლმა ალიანსმა”, რომელმაც მოიგო დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში ადგილების
უმრავლესობა, გადადო კვირამდე პრემიერის თანამდებობაზე თავისი კანდიდატის ვინაობის გამოცხადება.
როგორც პარლამნეტის უდიდეს პარტიას, რომელსაც 275-დან, 128 ადგილი ეკუთვნის, “ალიანსს” შეუძლია აირჩიოს ახალი პრემიერი. მოელიან, რომ თანამდებობას ან ახლანდელი პრემიერი იბრაჰიმ ალ ჯაფაარი, ან მისი მოადგილე ადილ აბდულ მაჰდი დაიკავებს. პარლამენტმა, როცა ის მუშაობას დაიწყებს, უნდა აირჩიოს ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც შემდეგ უნდა დაასახელოს პრემიერი. პრემიერმა კი პარლამენტს უნდა წარუდგინოს კაბინეტი დასამტკიცებლად. პრემიერის პირველი ამოცანა იქნება, გააკეთოს უშიშროების პრობლემების თაობაზე თავისი განცხადება.
ერაყში დღეს მანქანებიდან ესროლეს და სხვადასხვა ინციდენტის დროს, ორი პოლიციელი და არმიის წარმომადგენელი დახოცეს.
XS
SM
MD
LG