Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში, რამბუიეს სასახლეში დასრულდა


საფრანგეთში, რამბუიეს სასახლეში დასრულდა აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტების, ილჰამ ალიევის

საფრანგეთში, რამბუიეს სასახლეში დასრულდა აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტების, ილჰამ ალიევის
და რობერტ ქოჩარიანის მოლაპარაკება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო. შეხვედრაში მონაწილეობდნენ შუამავლებიც, აშშ, რუსეთი და საფრანგეთი. შუამავლების წარმომადგენელთა ცნობით, ამ შევხერას, რაიმე არსებითი შედეგი არ მოუტანია.
ქოჩარიანმა და აილიევმა შეხვდრის შემდეგ რამბუიეს სასახლე კორმენტარის გარეშე დატოვეს. შუამავლებმა, ეუთოს მანდატით მოქმედი, მინსკის ჯგუფად წოდებული გაერთიანების თანათავმჯდომარეებმა, შეხვედრის ბოლოს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ მსჯელობა იყო ინტენსიური, მაგრამ მას არ მოჰყვა გარღვევა.
ამერიკელმა თანათავმჯდომარემ სტივენ მანმა, ჩვენს “რადიოს” ამ სამიტის შემდეგ უთხრა:
(მანის ხმა)
“პრობლემის მთელი სპექტრი იქნა განხილული. ჩემი აზრით, პირად ურთიერთობაში, პრეზიდენტებს შორის, კარგი ატმოსფერო სუფევდა, განხილვას არ მოუტანია მხარეების იმ პოზიციების არსებითი შეცვლა, რომელიც მათ თვეების წინ ჰქონდათ”.
მანმა თქვა, რომ ის მარტის დასაწყისში საფრანგეთის და რუსეთის წარმომადგენეობს შეხვდება რამბუიეს სამიტის შედეგების შესაფასებლად.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა 25 ათასი ადამიანი შეიწირა, საკუთარი სახლი კი დაატოვებინა მილიონზე მეტ ადამიანს.
XS
SM
MD
LG