Accessibility links

logo-print

რუსეთის სამხრეთიდან, სტავროპოლის მხრიდან, ჩეჩნეთის


რუსეთის სამხრეთიდან, სტავროპოლის მხრიდან, ჩეჩნეთის მახლობელი ტერიტორიიდან იუწყებიან, რომ რუსეთის

რუსეთის სამხრეთიდან, სტავროპოლის მხრიდან, ჩეჩნეთის მახლობელი ტერიტორიიდან იუწყებიან, რომ რუსეთის
უშიშროების ძალებმა დაპატიმრებათა სერია ჩაატარეს მას მერე, რაც იქ არეულობა მოხდა. რუსეთის უებ გვერდი “პოლიტ- რუ” იუწყება, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული განყოფიოლების თანახმად, პიატიგორსკში დააკავეს სამი, სტავროპოლში - ასევე სამი პირი. ცნობით, ექვსივე დაკავებული დაკავშირებულია 10 თებერვალს შეტაკებებში დახოცილ მეამბოხეებთან, სტავროპოლის ნეფტეკუმის რაიონში. რუსეთის ტელვეზიის ცნობით, ექვსი კაცი დააკავეს სტავროპოლთან, მინერალნიე ვოდიში აქტის მოწყობისთვის მზადებასთან დაკავშირებით. ნეფტეკუმთან შეტაკებებს შეეწირა 7 პოლიციელი, და 12 მეამბოხე. ამ არეალში, ჩეჩნეთის და დაღესტინის საზღვართან ცხოვრობენ ნოღაიელები, რუსეთის ხელისუფალთა თანახმად, მათი ახალგაზრდა წარმომადგენლები ჩეჩნეთში იბრძვიან რუსეთის ჯარის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG