Accessibility links

logo-print

ირანმა განაცხადა, რომ დაიცავს ბირთვული


ირანმა განაცხადა, რომ დაიცავს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას, მაგრამ შეიძლება გადახედოს თავის პოზიციას,

ირანმა განაცხადა, რომ დაიცავს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას, მაგრამ შეიძლება გადახედოს თავის პოზიციას,
თუკი მასზე საერთაშორისო ზეწოლა განხორციელდება. ირანში ჩავიდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორთა ჯგუფი, რათა განაახლოს ქვეყნის ბირთვული პროგრამის შემოწმება. ირანის პარლამენტის სპიკერმა, ღოლამ ალი ჰადად-ადელმა ირნას სააგენტოს უთხრა, რომ შემოწმება ორშაბათს დაიწყება. ადრე ირანმა განაცხადა, რომ იანვარში, ორწლიანი მორატორიუმის შემდეგ განაახლებდა ბირთვული საწვავის გამდიდრების პროცესს. ამ განცხადებამ კვლავ წარმოშვა შიში, რომ ირანმა შესაძლოა შექმნას ბირთვული იარაღის საწარმოებელი ტექნოლოგია. ამიტომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ 4 თებერვალს ირანის საკითხი გაეროს უშიშრეობის საბჭოს გადასცა.
XS
SM
MD
LG