Accessibility links

logo-print

ინდონეზია ნაადრევად მიიჩნევს დანიის გადაწყვეტილებას


ინდონეზია ნაადრევად მიიჩნევს დანიის გადაწყვეტილებას, დროებით გაიხმოს ქვეყნიდან თავისი ელჩი და დიპლომატიური პერსონალი.

ინდონეზია ნაადრევად მიიჩნევს დანიის გადაწყვეტილებას, დროებით გაიხმოს ქვეყნიდან თავისი ელჩი და დიპლომატიური პერსონალი.
ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰასან ვირაჯუდამ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ხელისუფლება დანიელებს უსაფრთხოების გარანტიებს აძლევს. დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შაბათს განაცხადა, რომ დანიის დიპლომატიური მისიების თანამშრომლები უსაფრთხოების მოსაზრებებით დროებით ტოვებენ ინდონეზიას, ირანსა და სირიას. რიგ მუსულმანურ ქვეყნებში დანიის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს თავს დაესხნენ საპროტესტო აქციების დროს. აქციები მოეწყო დანიის გაზეთში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნების გამო. დღეს საპროტესტო აქციები მოეწყო თურქეთში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. არაბული ლიგის თავმჯდომარე ამს მუსა გამოვიდა მოწოდებით, შეწყდეს დაძაბულობა. მისი თქმით, "ახლა არ არის დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის შეტაკების დრო".

XS
SM
MD
LG