Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა კვლავ გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტ


ისრაელმა კვლავ გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება,

ისრაელმა კვლავ გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება,
მოსკოვში მიიპატიჟოს პალესტინის ავტონომიის არჩევნებში გამარჯვებული დაჯგუფება "ჰამასის" ლიდერები. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცივი ლივნიმ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება "აუცილებლობას მოკლებული და უადგილოა". მან "ჰამასს" უწოდა ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს განადგურების მომხრეა. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს მზადყოფნა, შეეცადონ, რომ "ჰამასმა" უარი თქვას ძალადობაზე და აღიაროს ისრაელი. შაბათს რუსეთისა და "ჰამასის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მოსკოვში მოლაპარაკებები თებერვლის ბოლომდე შეიძლება გაიმართოს.
XS
SM
MD
LG