Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის ხელისუფლება განიხილავს სასწრაფო ზომებს


იტალიის ხელისუფლება განიხილავს სასწრაფო ზომებს, რათა აღკვეთონ ფრინველთა შორის გრიპის შემდგომი გავრცელება.

იტალიის ხელისუფლება განიხილავს სასწრაფო ზომებს, რათა აღკვეთონ ფრინველთა შორის გრიპის შემდგომი გავრცელება.
ვირუსი აღმოაჩნდათ დაღუპულ გარეულ გედებს ქვეყნის სამ რაიონში: პულიაში, კალაბრიაში და კუნძულ სიცილიაზე. მომაკვდინებელი ვირუსი დაუდასტურდათ აგრეთვე ფრინველებს საბერძნეთის ჩრდილოეთში და ბულგარეთში. ინდონეზიაში ფრინველის გრიპით გარდაიცვალა ორი ადამიანი. უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ამ დაავადებას ემსხვერპლა 90 ადამიანი, ძირითადად აზიის ქვეყნებში.
XS
SM
MD
LG