Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის სამართალდამცავი სტრუქტურების ცნობით, შეიარაღებულმა


ერაყის სამართალდამცავი სტრუქტურების ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა დილით ადრე,

ერაყის სამართალდამცავი სტრუქტურების ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა დილით ადრე,
ქალაქ ბაქუბაში 4 ადამიანი მოკლეს. ბაღდადის სამხრეთით მდებარე ქალაქ ისკანდირიაში გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქებამ 2 პოლიციელი შეიწირა. ბაღდადის ერთ-ერთ ბანკთან ახლოს, ხალხმრავალ ადგილას თავი თვითმკვლელმა მოიერიშემ აიფეთქა, რამაც სულ მცირე 7 ადამიანის დაღუპვა მოიტანა. არიან დაჭრილებიც. ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბომბი მაშინ აფეთქდა, როდესაც ხალხი მთავრობის მიერ გაცემული ვაუჩერების შესაბამის თანხას ელოდებოდა სურსათის საყიდლად.
XS
SM
MD
LG