Accessibility links

logo-print

სადამ ჰუსეინის სასამართლო სხდომა ხვალისათვის


სადამ ჰუსეინის სასამართლო სხდომა ხვალისათვის გადაიდო.

სადამ ჰუსეინის სასამართლო სხდომა ხვალისათვის გადაიდო.
ჰუსეინის მთავრობის ორი ყოფილი წევრის თქმით, მათ მოწმის სტატუსით ჩვენების მიცემა არ სურდათ, და მათზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი. თავად ჰუსეინი, რომელიც პროტესტის ნიშნად ბოლო ორ სხდომას არ დასწრებია, დღეს სასამართლო დარბაზში ყვირილით შევიდა. "ძირს ბუში" – ასეთი იყო მისი მოწოდება. ერაყის ყოფილ მმართველს და კიდევ 7 პირს 1982 წელს, სოფელ ალ-დუჯაილში 148 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით ასამართლებენ. დაცვის მხარის წარმომადგენელმა მთავარმა ადვოკატმა, ხალილ ალ-დულაიმიმ გუშინ განაცხადა, რომ ჰუსეინის პროცესი უსამართლოდ მიმდინარეობს, და მისი კლიენტი ამის გამო სასამართლოს ბოიკოტს უცხადებს: [დულაიმის ხმა]: "სასამართლოსთან ჩვენი თანამშრომლობა ჩიხშია შესული, ვინაიდან სასამართლოს აღარაფრის მოსმენა და დანახვა აღარ სურს და ჩვენ აღარ გვპასუხობს. სასამართლო ყველა წესს არღვევს. მთავარი მოსამართლე და პროკურორი არიან ის პირები, რომლებიც ამ დარღვევებს ახორციელებენ". ჰუსეინის პროცესი ხვალ განახლდება.
XS
SM
MD
LG