Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო


დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო დანიის მთავრობის მიმართ გამოთქმული მოწოდებები,

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო დანიის მთავრობის მიმართ გამოთქმული მოწოდებები,
რომ დანიამ წინასწარმატყველ მუჰამედის კარიკატურების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. მინისტრის, პერ სტიგ მოელერის თქმით, ასეთ ბოდიშს აზრი არ ექნება, და მთავრობა ბოდიშს ვერ მოიხდის ისეთი ქმედებისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან სასამართლოს დამნაშავედ არავინ არ უცნია. კარიკატურებით გამოწვეული საპროტესტო აქციები გრძელდება. ქაიროში დღეს ათასობით სტუდენტმა გამართა მსვლელობა. დასავლეთის სანაპიროზე ასობით პალესტინელმა სკოლის მოსწავლემ დანიის დროშა ფეხით გათელა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი, ხავიერ სოლანა, სიტუაციის გაუმჯობესებას ცდილობს. მან დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ პატივისცემაზე, რომელიც ევროპას ისლამის მიმართ აქვს. სოლანამ ეს საუდის არაბეთში, ისლამური კონფერენციის ხელმძღვანელთან, ექმელედინ იჰსანოღლუსთან შეხვედრისას განაცხადა. იჰსანოღლუმ ევროკავშირს მოუწოდა მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც, მისი თქმით, "ისლამოფობიას" შეეწინააღმდეგება და ჟურლანისტებს ეთიკურ ნორმებს დაუწესებს. ეს კი, თავის მხრივ, რელიგიური სიმბოლოების შეურაცხყოფას აღკვეთს.
ამავე დროს, ირანის ერთ-ერთმა გაზეთმა კარიკატურების საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა, რომელიც მიზნად წინასწარმეტყველ მუმჰამედის კარიკატურებზე პასუხის გაცემას ისახავს. კონკურსის სახელია "სად გადის დასავლური გამოხატვის თავისუფლების ზღვარი".
XS
SM
MD
LG