Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში საფრანგეთის პრემიერ მინისტრი, დომენიკ


მოსკოვში საფრანგეთის პრემიერ მინისტრი, დომენიკ დე ვილპენი ჩადის.

მოსკოვში საფრანგეთის პრემიერ მინისტრი, დომენიკ დე ვილპენი ჩადის.
ვიზიტის მიზეზს ირანის ატომური პროგრამის, და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაციის, განხილვა წარმოადგენს. "რასიისკაია გაზეტაში" გამოქვეყნებულ ინტერვიუში, დომენიკ დე ვილპენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ირანი ატომურ პროგრამასთან დაკავშირებით დათმობაზე წავა, ევროპა მასთან მოლაპარაკებას გააგრძელებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, შექმნილ ვითარებაში პირველი ნაბიჯი ირანმა უნდა გადადგას. კიდევ ერთი საკითხი, რასაც დომენიკ დე ვილპენი რუსეთში განიხილავს, მოსკოვის მხრიდან პალესტინური ორგანიზაცია "ჰამასის" ლიდერების მოსკოვში დაპატიჟებაა. საუბარი კიდევ რუსეთის და ევროკავშირის ურთიერთობას და ენერგეტიკულ საკითხებს შეეხება. სამშაბათს დომენიკ დე ვილპენი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და პრემიერ მინისტრს, მიხაილ ფრადკოვს შეხვდება.
XS
SM
MD
LG