Accessibility links

logo-print

რუსეთში, ქალაქ უფის ერთ-ერთ საავადმყოფოში


რუსეთში, ქალაქ უფის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა ჯარისკაცი ნურსულა დაუტოვი.

რუსეთში, ქალაქ უფის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა ჯარისკაცი ნურსულა დაუტოვი.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი სამხედრო ნაწილში ე.წ. "დედოვშჩინის" მსხვერპლი გახდა. ნაცემი დაუტოვი საავადმყოფოში 9 თებერვალს მიიყვანეს. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, ნაცემი დაუტოვი ორი დღის განმავლობაში ექიმების ყურადღების გარეშე იყო დატოვებული. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასულ თვეში დანაშაულს და უბედურ შემთხვევებს 53 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან 14-მა თავი მოიკლა. "დედოვშჩინის" პრობლემის განხილვას რუსი დეპუტატები ამ კვირაში გეგმავენ.
XS
SM
MD
LG