Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ამბების სააგენტო პრაიმ-ნიუსის ცნობით


ახალი ამბების სააგენტო პრაიმ-ნიუსის ცნობით, საბაჟო ტერმინალ “ოპიზაში”

ახალი ამბების სააგენტო პრაიმ-ნიუსის ცნობით, საბაჟო ტერმინალ “ოპიზაში”
დეპუტატების ბიზნესინტერესების შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნა მოამზადა, რომლის პროექტიც ორშაბათს კომისიის სხდომაზე განიხილეს. პროექტის მიხედვით, დეპუტატ კობა ბექაურის, კანონმდებლობით გათვალისწინებული პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებლობა არ დასტურდება. კომისიას მიაჩნია, რომ მოპოვებული მასალების საფუძველზე დეპუტატ ბექაური საბაჟო ტერმინალ “ოპიზას” საქმიანობაში არ მონაწილეობს. დასკვნას ხელი არ მოაწერეს კომისიის წევრებმა ოპოზიციური ფრაქციებიდან: კახა კუკავამ და ფიქრია ჩიხრაძემ. დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის მუშაობის ვადა 13 თებერვალს ამოიწურა, ორშაბათს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე პარლამენტს ვადის ერთი კვირით გახანგრძლივების თაობაზე მიმართავს.
XS
SM
MD
LG