Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა რუსეთთან დაგეგმილი მოლაპარაკება გადადო.


ირანმა რუსეთთან დაგეგმილი მოლაპარაკება გადადო.

ირანმა რუსეთთან დაგეგმილი მოლაპარაკება გადადო.
მოლაპარაკებაზე უნდა განეხილათ რუსეთის წინადადება, ირანმა ურანი რუსეთის ტერიტორიაზე გაამდიდროს.
მთავრობის წარმომადგენელმა, ღოლამ ჰოსეინ ელჰამმა, განაცხადა, რომ მოლაპარაკების დღის დანიშვნას განხილვა სჭირდება: [ელჰამის ხმა]: "მოლაპარაკების საკითხი ღიად რჩება, ხოლო თარიღი კიდევ სხვა თემაა. ეს ახალი ვითარების შესაბამისად და იმის გათვალისწინებით გადაწყდება, რომ ირანის მთავრობას მშვიდობიანი მიზნებისთვის ურანის საკუთარ ტერიტორიაზე გამდიდრება სურს. ვფიქტობთ, რუსეთის გეგმა ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკის შესაბამისად უნდა იყოს ფორმულირებული, და სწორედ ამაზე ვმუშაობთ". რუსეთის წინადადება, ირანმა ურანი რუსეთის ტერიტორიაზე გაამდიდროს, ზოგადად აღიქმება როგორც ირანის და საერთაშორისო თანამეგობრობის უთანხმოების გადაწყვეტისთვის საჭირო პოტენციური კომპრომისი.
XS
SM
MD
LG