Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრცელებული ცნობებით, გაეროს მიერ წარმოებულმა


გავრცელებული ცნობებით, გაეროს მიერ წარმოებულმა გამოძიებამ გამოიტანა დასკვნა,

გავრცელებული ცნობებით, გაეროს მიერ წარმოებულმა გამოძიებამ გამოიტანა დასკვნა,
რომ კუბაზე, გუანტანამოში, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილები არიან დაკავებული, შეერთებული შტატების მიერ ჩადენილი ქმედებები წამების ტოლფასი იყო. "Associated Press" –ის ინფორმაციით, ანგარიში შეერთებულ შტატებს დაკავებულებისთვის სამართლიანი სასამართლოს, რელიგიის თავისუფლების და ჯანმრთელობის უფლებების წართმევაში ადანაშაულებს. ანგარიში შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, დახუროს გუანტანამოს ბაზა და უარი თქვას დაკითხვის იმ განსაკუთრებულ მეთოდებზე, რომლებიც შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა დაუშვა.
შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ანგარიში უარყვეს. მათი განცხადებით, ტექსტში ბევრი შეცდომაა, და ანგარიში დაკავებულების ადვოკატების მონათხრობს ფაქტებად ასაღებს. შეერთებულ შტატებს გუანტანამოს ბაზაზე ალ-ყაიდასთან და თალიბების რეჟიმთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი დაახლოებით 500 პირი ჰყავს დაკავებული.
XS
SM
MD
LG