Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმედოვნებს


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმედოვნებს, რომ ეკონომიკაში არსებული პროგრესიდან გამომდინარე,

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმედოვნებს, რომ ეკონომიკაში არსებული პროგრესიდან გამომდინარე,
2009 წლამდე საქართველო არც ერთი კრიტერიუმით აღარ იქნება ღარიბი ქვეყანა. ამის შესახებ მან სამშაბათს, პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა. “სავალუტო ფონდმა, მსოფლიო ბანკმა და დონორმა ორგანიზაციებმა საქართველოს 2005 წლის მაჩვენებლები დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ქვეყანას მიმზიდველი პერსპექტივები აქვს”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა ხელისუფლების ერთ-ერთ წარმატებად ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარება დაასახელა. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით იგება გზები, შენდება ხიდები, ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად გაკეთდა გვირაბი.
თავის გამოსვლაში სააკაშვილმა თქვა, რომ საქართველოს აქვს დიდი შანსი, 2008 წელს ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდეს. მან ისაუბრა ქართულ ჯარში მიმდინარე რეფორმებზე და აღნიშნა, რომ არმია მიმდინარე წელს ნატოში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა გახდება, უახლოეს მომავალში მთლიანად გადავა მის სტანდარტებზე და, როგორც არასდროს, მიეცემა შანსი გახდეს ამ გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი.
მიხეილ სააკაშვილმა წვრილმანი დანაშაულობების მიმართ ,,ნულოვანი ტოლერანტულობა” გამოაცხადა და პირობითი სასჯელის გაუქმება მოითხოვა. ამასთან დაკავშირებით იგი თავად იქნება სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატორი.
XS
SM
MD
LG