Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი


საქართველოს პარლამენტმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი დადგენილებას "ყოფილი სამხრეთი ოსეთის

საქართველოს პარლამენტმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი დადგენილებას "ყოფილი სამხრეთი ოსეთის
ავტონომიურ ოლქში არსებული ვითარებისა და სამშვიდობო ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ", რითაც მთავრობას მიეცა დამატებითი დავალებები პარლამენტის 2005 წლის 11 ოქტომბრის დადგენილების მე-4 პუნქტის შესასრულებლად. დოკუმენტის მიღებას მხარი დაუჭირა კენჭისყრაში მონაწილე 179-ვე დეპუტატმა. პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, დადგენილებაში მკვეთრად უარყოფითად შეფასდა ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის მანდატით დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულება. ამასთანავე, რუსეთის ფედერაციის ქმედებებს მიენიჭა საქართველოს ამ რეგიონის "ანექსიის მცდელობის" კვალიფიკაცია. პარლამენტმა მთავრობას დაავალა, გადასინჯოს 1992 წლის 24 ივნისის სოჭის შეთანხმება, რათა ყოფილი სამხრეთი ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციას ეფექტიანი საერთაშორისო ოპერაცია ჩაენაცვლოს.
XS
SM
MD
LG