Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ადამიანის უფლებების მინისტრმა, ზუჰარ


ერაყის ადამიანის უფლებების მინისტრმა, ზუჰარ ალ ჩალაბიმ,

ერაყის ადამიანის უფლებების მინისტრმა, ზუჰარ ალ ჩალაბიმ,
შეერთებული შტატებს მოუწოდა, ამერიკის მიერ ადმინისტრირებულ ციხეში მყოფი ერაყელი დაკავებულები ოფიციალურ ბაღდადს გადასცეს. მინისტრის ეს მოწოდება აბუ ღრაიბის ციხეში ერაყელ პატიმართა წამების ამსახველი ახალი ფოტოების გამოქვეყნებას მოჰყვა. ისინი 15 თებერვალს ავსტრალიის ერთ-ერთმა სატელევიზიო სადგურმა გაავრცელა. ავსტრალიის ტელევიზიის ცნობით, ეს სურათები იმავე პერიოდშია გადაღებული, რომელსაც უწინ გამოქვეყნებული სურათები ასახავდა. თუმცა სურათების ეს ნაწილი აქამდე გამოუქვეყნებელი იყო. შეერთებულ შტატებს ერაყის სხვადასხვა რეგიონში მოქმედ ციხეებში – მათ შორის აბუ ღრაიბში – დაახლოებით 14 ათასი ერაყელი ჰყავს დაკავებული. დაკავებულთა უმრავლესობას ბრალად ამერიკის ან ერაყის მთავრობების წინააღმდეგ თავდასხმის განხორციელება, ან დაგეგმვა ედება. სურათების გამოქვეყნებას გამოეხმაურა ერაყის პრემიერ მინისტრი, იბრაჰიმ ალ ჯააფარიც. მის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერაყის მთავრობა კისრულობს მსგავსი ქმედებების აღკვეთის პასუხისმგებლობას. ერაყის მთავრობა აგრეთვე მიესალმა შეერთებული შტატების მხრიდან ამ ფოტოების დაგმობის ფაქტს. ფოტოებს დღეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიც გამოეხმაურა. ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოროთეა კრიმითსასის თქმით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი შოკირებული და შეძრწუნებულია სურათებზე ასახული პატიმართა წამების სცენებით.
XS
SM
MD
LG