Accessibility links

logo-print

კონფლიქტების მოგვარების დარგში საქართველოს სახელმწიფო


კონფლიქტების მოგვარების დარგში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გიორგი ხაინდრავა, მოსკოვში გაემგზავრა.

კონფლიქტების მოგვარების დარგში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გიორგი ხაინდრავა, მოსკოვში გაემგზავრა.
სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში ხაინდრავა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართავს კონსულტაციებს. კონსულტაციები საქართველოს პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ დადგენილებას შეეხება, რომელიც ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანას ითვალისწინებს და აღმასრულებელ ხელისუფლებას დამატებით დავალებებს აძლევს პარლამენტის მიერ 2005 წლის 11 ოქტომბერს მირებული დადგენილების მე-4-ე პუნქტის შესასრულებლად. ამასთან,
პარლამენტმა მთავრობას დაავალა, გადასინჯოს 1992 წლის 24 ივნისის სოჭის შეთანხმება, რათა ყოფილი სამხრეთი ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციას ეფექტიანი საერთაშორისო ოპერაცია ჩაენაცვლოს.
რუსეთის დუმის სპიკერმა, ბორის გრიზლოვმა, ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის ეს დადგენილება დაგმო: [გრიზლოვის ხმა]: "მოვლენები თუ ქართული სცენარის თანახმად განვითარდება, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ მშვიდობიანი პროცესის შენარჩუნება ვერ მოხერხდება". რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოსცა გაფრთხილება, რომ საქართველო, შესაძლოა, რეგიონის დესტაბილიზაციის გზას ადგას.
XS
SM
MD
LG