Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ


საქართველოს პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას,

საქართველოს პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას,
ეუთოს მორიგი თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე ჰუხტმა, განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას აღმასრულებელი ხელისუფლება მოზომილი ნაბიჯებით უნდა გამოეხამაუროს. "კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ეუთო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, და აღიარებს საქართველოს პარლამენტის უფლებას მიიღოს დადგენილება საქართველოში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის შესახებ – ამავე დროს, იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს მთავრობა ამას მოზომილი ნაბიჯებით გამოეხმაურება, და რუსულ მხარესთან უმაღლეს დონეზე აწარმოებს მოლაპარაკებებს" – განაცხადა დე ჰუხტმა. მან ყველა მხარეს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან და ქმედებებისგან, რომლებიც სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს. მინისტრმა დე ჰუხტმა აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეუთო დახმარების აღმოჩენისთვის, და ყველა მხარესთან თანამშრომლობისთვის, მზად არის. მინისტრი აცხადებს, რომ ინტერესით მიადევნებს თვალს ვენაში 20 და 21 თებერვალს დაგეგმილ შერეული კომისიის შეხვედრას – და რომ იმედი აქვს, ეს შეხვედრა კონსტრუქციული იქნება.
ეუთოს ხელმძღვანელობამ რეგიონში სპეციალური წარმომადგენელი, პიერ შევალიე მიავლინა.
XS
SM
MD
LG