Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფილიპ


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფილიპ დუსტ-ბლეისიმ ირანის ატომურ პროგრამას

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფილიპ დუსტ-ბლეისიმ ირანის ატომურ პროგრამას
პირველად უწოდა "გასაიდუმლოებული სამხედრო" პროექტი. საფრანგეთის ერთ-ერთი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში მინისტრმა განაცხადა: "ყოველივე ეს ძალიან მარტივია: ირანის ატომური პროგრამის ახსნა არანაირი სამოქალაქო ატომური პროგრამით არ გამოვა". ორი დღის წინ ირანმა დაადასტურა, რომ ურანის გასამდიდრებელი სამუშაოები დაიწყო. 15 თებერვალს ირანის პარლამენტის სპიკერი, ღოლამალი ჰადად ადელი, ვენესუელაში, კარაკასში იმყოფებოდა. სპიკერმა განაცხადა, რომ ირანი შესაძლოა ვენესუელას ენერგეტიკის მშვიდობიანი წარმოების მიზნით ატომური ტექნოლოგიის განვითარებაში დაეხმაროს.
XS
SM
MD
LG