Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები


თბილისში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა ევროკომისარმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა.

თბილისში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა ევროკომისარმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა.
"ევროპის სამეზობლო პოლიტიკასთან" მიმართებით
საქართველოს სამოქმედო გეგმის შესახებ ფერერო-ვალდნერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, გელა ბეჟუაშვილს ესაუბრა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისარმა "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის" შესახებ რადიო თავისუფლების კორესპონდენტის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა: [ფერერო-ვალდნერის ხმა]: "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ამოცანა არ არის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. ეს სრულიად ნათელია. თუმცა, იმავდროულად, ის ბევრად აახლოებს ამა თუ იმ ქვეყანას ევროკავშირთან. რაც შეეხება მომავალს, უნდა ითქვას, რომ ის არ გახლავთ წინასწარ განსაზღვრული. აი ეს არის სამეზობლო პოლიტიკის არსი, და მიმაჩნია, რომ ალიან პრაგმატულად უნდა მივუდგეთ ევროკავშირის მიერ მოცემულ ამ შესაძლებლობას. ჩვენ ვცდილობთ კიდეც ამის გაკეთებას, და მიმაჩნია, რომ ჩვენს პარტნიორებს ეს ძალიან კარგად ესმით". ბენიტა ფერერო-ვალდნერი აგრეთვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს შეხვდა. შეხვედრა საქართველსო ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკას შეეხო.
XS
SM
MD
LG