დადგენილებას ხუთშაბათის ქართული პრესა ასეთი სათაურის სტატიებით გამოეხმაურა: ”რუსი სამშვიდობოები ნიჩაბზე შეაგდეს” - “ხვალინდელი დღე”, - ”პარლამენტმა სამშვიდობოების გასვლას მწვანე შუქი აუნთო” - “რეზონანსი”, ”გაგვაგებინეთ, გადიან თუ არა სამშვიდობო ძალები” - “ახალი თაობა”. “ახალი თაობის” მიერ სათაურად გამოტანილი შეკითხვა დეპუტატ კობა დავითაშვილს ეკუთვნის. ის ”დემოკრატიული ფრონტის” წარმომადგენელმა დადგენილების მიღებამდე გამართული მსჯელობის დროს დასვა. თუმცა თანდათან ყველაფერი დამშვიდდა და, გარკვეული პრეტენზიების მიუხედავად, დავითაშვილმა, ისევე როგორც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა, ახალ დადგენილებას მისცა ხმა.
აბსოლუტურად ყველა გაზეთი ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება ერთსულოვანი და მტკიცე იყო. დეტალურად შუქდება 15 თებერვალს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დადგენილების მიღებამდე განვითარებულ მოვლენები, თუმცა დღევანდელი პრესა თავად დადგენილებასა და მის მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით მკითხველს ანალიტიკურ პუბლიკაციებს არ სთავაზობს. ერთგვარ გამონაკლისს წარმოადგენს გაზეთი ”ალია”, რომელიც მის მიერვე გაკეთებული პროგნოზის გამართლებით ამაყობს: ”პარლამენტმა სწორედ ისეთი დადგენილება მიიღო, როგორსაც ”ალია” წინა ნომერში ვარაუდობდა - პარლამენტმა მიიღო დადგენილება ჩანაცვლების შესახებ. რას ნიშნავს ჩანაცვლება? მხოლოდ დროის გაყვანას. საქმე ის არის, რომ ყველამ კარგად იცის, ჩანაცვლებას პერსპექტივა არა აქვს.”
ოთხშაბათს მიღებული დადგენილება კორესპონდენტს წინა პარლამენტის მიერ უხვად მიღებული დოკუმენტების რანგში გაჰყავს და იხსენებს, რომ სამშვიდობოების გაყვანა პარლამენტს ერთ დროს ედუარდ შევარდნაძემაც შესთავაზა: ”მაშინ, როცა შევარდნაძეს გელაევი კულტურული და განათლებული ეგონა და ის საქართველოშიც შემოიყვანეს ძალოვანებმა, გელაევს პარტიზანებიც შეუერთდნენ და შემთხვევით გაეროს ვერტმფრენიც ჩამოაგდეს (ინციდენტს მსხვერპლიც მოჰყვა). ჩამოაგდეს და, როგორც მერე ითქვა, აფხაზების ეგონათ. ამის შემდეგ დიდი ამბავი ატყდა და შევარდნაძემ რადიკალური განცხადებები გააკეთა. პოლიტტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი მიხეილ კალანდაძე ამბობს, რომ ამ მანევრს შევარდნაძემ ყურადღების გადასატანად მიმართა და როცა ინციდენტმა ჩაიარა, პარლამენტმა დადგენილება მიიღო, მაგრამ სიტყვა გაყვანა ისევ სიტყვა ჩანაცვლებით ჩაანაცვლა.”
გაზეთი ”ხვალინდელი დღე” ყურადღებას ამახვილებს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან მეგობრობასა და თანამშრომლობას გულისხმობს. სხვა ბევრი ურთიერთვალდებულების პარალელურად, ”სამხედრო საფრთხის” შემთხვევაში მხარეები ვალდებულნი არიან ”ეფექტურად იმოქმედონ მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად” და საკუთარ ტერიტორიებზე ”არ დაუშვან ძალები, რომელთა მიზანს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა წარმოადგენს.”
გაზეთი “24 საათი” ბენიტა ფერერო-ვალდნერის მოსაზრებებს ბეჭდავს. როგორც ცნობილია, ევროკომისარი საგარეო ურთიერთობებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ამჟამად თბილისში იმყოფება. ”ჩვენ გვინდა, რომ ის კეთილდღეობა და სტაბილურობა, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, მეზობლებსაც გავუზიაროთ და ამის უნარიც შეგვწევს, - აღნიშნავს ბენიტა ფერერო-ვალდნერი. - არსებობს კონკრეტული გზები, რომელთა საშუალებით ჩვენ ხელს შევუწყობთ აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს, რომ მათ თავიანთი მოსახლეობის ისეთივე კეთილდღეობა უზრუნველყონ, როგორიც ევროკავშირშია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ განგვევრცო ”ევროპის სამეზობლო პოლიტიკა”, რათა მას სამხრეთი კავკასია მოეცვა”. ევროკომისარს დიდი იმედი აქვს, რომ არცთუ ისე შორეულ მომავალში სამხრეთ კავკასიაში გაყინული კონფლიქტები მოგვარდება.