Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის პოლიციამ იარაღი გამოიყენა ქალაქ


ლიბიის პოლიციამ იარაღი გამოიყენა ქალაქ ბენგაზიში, იტალიის საკონსულოსთან მოწყობილი

ლიბიის პოლიციამ იარაღი გამოიყენა ქალაქ ბენგაზიში, იტალიის საკონსულოსთან მოწყობილი
საპროტესტო დემონსტრაციის დასაშლელად. დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, არიან მოკლულები და დაჭრილები. მასობრივი აქციები, რომელთა მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ დასავლეთი ევროპის პრესაში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნების წინააღმდეგ, აზიის მრავალ ქვეყანაში გაიმართა. პაკისტანში, დედაქალაქ ისლამაბადის მახლობლად, საპროტესტო დემონსტრაციაში 7 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ხუთი ათასამდე დემონსტრანტი გამოვიდა სამხრეთ-დასავლეთი პაკისტანის ქალაქ ყუეტას ქუჩებში. კარაჩიში, სადაც აქციაში ორი ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. დემონსტრაციები ჩატარდა ჰონკონგსა და ბანგლადეშშიც. წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები თავდაპირველად დანიის გაზეთმა "ილანდს-პოსტენმა" გამოაქვეყნა, შემდეგ კი ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყნის გაზეთებმა გადაბეჭდა. პუბლიკაციებს შეურაცხყოფილი მაჰმადიანების მძაფრი და, ხშირ შემთხვევაში, ძალადობრივი პროტესტი მოჰყვა. დღეს დანიამ გამოაცხადა, რომ დროებით ხურავს თავის საელჩოს პაკისტანში და ამ ქვეყანაში თავის ელჩს საკონსულტაციოდ იხმობს სამშობლოში.
XS
SM
MD
LG