Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში "ფრინველის გრიპით" დაავადების პირველი


ეგვიპტეში "ფრინველის გრიპით" დაავადების პირველი შემთხვევები აღირიცხა.

ეგვიპტეში "ფრინველის გრიპით" დაავადების პირველი შემთხვევები აღირიცხა.
მთავრობის წარმომადგენლის ცნობით, ქაიროს რაიონში შემოწმებულ ექვს ფრინველს აღმოაჩნდა ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში ვირუსი H5N1. ნიგერიის შემდეგ, ეგვიპტე აფრიკის მეორე სახელმწიფოა, სადაც "ფრინველის გრიპის" შემთხვევები დაფიქსირდა. დღესვე რუსეთმა შეზღუდა ფრინველის ხორცისა და მეფრინველეობის პროდუქტების იმპორტი აზერბაიჯანიდან. გასულ კვირაში კასპიის ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ, ბაქოს მახლობლად, აღმოჩენილ იქნა "ფრინველის გრიპის" ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში ვირუსი. სლოვენიიდან გავრცელდა ცნობა, რომ მაღალი სიცხითა და გრიპის სიმპტომებით საავადმყოფოში მოათავსეს მეხანძრე, რომელმაც 12 თებერვალს მკვდარი გედი ამოიყვანა მდინარე დრავადან. ლაბორატორიული შემოწმების შედეგად გედს H5N1-ის ვირუსი აღმოაჩნდა. ასევე დღეს, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა, რომელმაც ოთხდღიანი ვიზიტი დაასრულა რუმინეთში, განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში "ფრინველის გრიპის" 31 კერაა აღმოჩენილი. დელეგაციის ხელმძღვანელის, გენელ როდიეს განცხადებით, მეტად მაღალია საფრთხე, რომ ვირუსი ადამიანებსაც შეეყრებათ.
XS
SM
MD
LG