Accessibility links

logo-print

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა და გერმანია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა და გერმანია
იზიარებენ მოსაზრებას, რომ თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული კრიზისი დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს. ბერლინში, გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბლერმა აღნიშნა: [ბლერის ხმა] "ვისაუბრეთ იმაზე, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ირანის ბირთვული პროგრამის საკითხში, და გადავწყვიტეთ, რომ აუცილებელია მკაცრად მოქმედება. თუმცა, უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული დიპლომატიური არხები." ირანის ბირთვული პროგრამის გარდა ბლერმა და მერკელმა ისაუბრეს ევროკავშირის ქვეყნების ენერგომომარაგების თემაზე და განიხილეს პალესტინელთა საპარლამენტო არჩევნებში გასამხედროებული ორგანიზაციის, "ჰამასის" გამარჯვების საკითხი. ამავე პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ანგელა მერკელი "ჰამასის" საკითხს შეეხო: [მერკელის ხმა] "განვიხილეთ მსოფლიოში, კერძოდ ავღანეთსა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია. შევთანხმდით პრინციპებზე, რომლითაც "ჰამასმა" უნდა იხელმძღვანელოს, რათა შესაძლებელი გახდეს ჩვენი თანამშრომლობა პალესტინელთა ახალ ხელმძღვანელობასთან."
XS
SM
MD
LG