Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწვავდება ვაშინგტონსა და გაეროს შორის


მწვავდება ვაშინგტონსა და გაეროს შორის არსებული უთანხმოება გუანტანამოს ციხის ირგვლივ.

მწვავდება ვაშინგტონსა და გაეროს შორის არსებული უთანხმოება გუანტანამოს ციხის ირგვლივ.
გაეროს გენერალური მდივანი, კოფი ანანი, აცხადებს, რომ გაეროს ანგარიშის თანახმად ეს ციხე რაც შეიძლება მალე უნდა დაიხუროს. თეთრი სახლის მტკიცებით კი ეს ანგარიში მხოლოდ უკვე გამოთქმული ბრალდებების გამეორებაა. გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის განცხადებით, ვაშინგტონმა გუანტანამოს ციხეში მყოფ 500-მდე დაკავებულს ან ბრალდება უნდა წაუყენოს, ან ისინი გაათავისუფლოს. [კოფი ანანის ხმა]: "მათ ბრალდებები უნდა წაუყენონ, თავის დაცვის საშუალება მისცენ, უნდა გაასამართლონ, დამნაშავედ სცნონ ან გაათავისუფლონ. ვფიქრობ, ეს ნებისმიერ იურიდიულ სისტემაში ასეა. ადრე თუ გვიან გუანტანამოს ბაზის დახურვა საჭირო გახდება". ვაშინგტონი გაეროს მოწოდებას უარყოფს. თეთრი სახლის პრესმდივნის სკოტ მაკკლელანის თქმით, ციხეში "საშიში ტერორისტები" იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG