Accessibility links

logo-print

საქართველოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა


საქართველოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, პარლამენტარმა კობა ბექაურმა დეპუტატის უფლებამოსილება მოიხსნა.

საქართველოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, პარლამენტარმა კობა ბექაურმა დეპუტატის უფლებამოსილება მოიხსნა.
ამის შესახებ მან შაბათს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. [ბექაურის ხმა]: "მას შემდეგ, რაც კომისიამ დაამტკიცა სრულად ჩემი უდანაშაულობა, მე აუცილებლად ვთვლი დავტოვო საქართველოს პარლამენტი და ჩემი სიმართლის სისწორეში მე დავარწმუნებ პოლიტიკურ საბჭოს". ბექაურმა აღნიშნა, რომ მან დეპუტატობის მანდატის დატოვება ჯერ კიდევ ოთხის თვის წინ გადაწყვიტა, როცა ტერმინალ “ოპიზაში” მისი საქმიანობის შესახებ ტელეკომპანია 202-ის ეთერში სტუდია “რეპორტიორის” ფილმი გავიდა. მან თანაპარტიელებს მოუწოდა, მიბაძონ მას და ნებისმიერი გამოძალვის მცდელობის შემთხვევაში სამართალდამცავებს მიმართონ, რადგან ეს სამართლებრივი სახელმწიფოს შენების საფუძველია.
XS
SM
MD
LG