Accessibility links

logo-print

სასტუმრო '”ქორთიარდ მერიოტში” საქართველოს უსაფრთხოების


სასტუმრო '”ქორთიარდ მერიოტში” საქართველოს უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის ოფიციალური ნაწილი დაიხურა

სასტუმრო '”ქორთიარდ მერიოტში” საქართველოს უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის ოფიციალური ნაწილი დაიხურა
ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაესწრო, და საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და კონფლიქტების დარეგულირების საკითხებზე ისაუბრა. კონფერენცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მრჩეველთა საბჭოს ერთობლივი ინიციატივით გაიმართა. ფორუმის მონაწილეთა შორის იყვნენ პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, უსაფრთხოების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გენერალი სერ გარი ჯონსონი, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის წარმომადგენელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საპატიო პრეზიდენტი ბრიუს ჯორჯი, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის ყოფილი თანაშემწე მირა რიკარდელი, ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვის სტრუქტურების წარმომადგენლები, ცნობილი ექსპერტი ვლადიმერ სოკორი, ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენლები და ექსპერტები ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.
XS
SM
MD
LG