Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინის 56-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი


ბერლინის 56-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი, "ოქროს დათვი",

ბერლინის 56-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი, "ოქროს დათვი",
ბოსნიურმა ფილმმა, "გრბავიცამ" მიიღო. ფილმის რეჟისორი სარაევოში დაბადებული იასმილა ჟბანიცია. სურათის მთავარი გმირია ქალი, რომელსაც ბოსნია-ჰერცოგოვინის ომის დროს სერბი ჯარისკაცები გააუპატიურებენ. ვერცხლის დათვი გადაეცათ დანიელი რეჟისორის, პერნილ ფიშერ კრისტენსენის ფილმს "საპონი", და ირანელი რეჟისორის, ჯაფარ პანაჰის ფილმს 'თამაშგარე მდგომარეობა". ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცათ ბრიტანელ რეჟისორებს, მაიკლ უინტერბოტომს და მეტ უაიტკროსს დოკუმენტური ფილმისთვის "გზა გუანტანამოსკენ". ფილმი რეალურ მოვლენებს ეყრდნობა, და მოგვითხრობს ოთხ ბრიტანელ მუსულმანზე, რომლებიც გუანტანამოში პატიმრობაში ორ წელიწადზე მეტ ხანს დაჰყოფენ, ბოლოს კი მათ ბრალდების წაყენების გარეშე ათავისუფლებენ.
XS
SM
MD
LG