Accessibility links

logo-print

ისრაელის მთავრობამ პალესტინელთა ავტონომიის მიმართ


ისრაელის მთავრობამ პალესტინელთა ავტონომიის მიმართ ახალი სანქიები შემოიღო. ეს გადაწყვეტილება უკავშირდება

ისრაელის მთავრობამ პალესტინელთა ავტონომიის მიმართ ახალი სანქიები შემოიღო. ეს გადაწყვეტილება უკავშირდება
ავტონომიის ხელისუფლების სათავეში "ჰამასის" რადიკალური დაჯგუფების მოსვლას. შეწყდება ავტონომიის ხაზინაში საბაჟო მოსაკრებლების გადარიცხვა (ეს თანხა ყოველთვიურად 50 მილიონ დოლარს შეადგენდა); გამკაცრდება კონტროლი ღაზის სექტორის საზღვარზე; "ჰამასის" წევრებს აეკრძალათ ღაზიდან მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ტერიტორიაზე შესვლა. ამასთანავე, ისრაელი არ აპირებს, ხელი შეუშალოს პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელის მაჰმუდ აბასის განცხადებით, ისრაელის სანქციების განხორციელების შემთხვევაში ავტონომიის ხელისუფლებას ფინანსური კრიზისი ემუქრება.
XS
SM
MD
LG