Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პოლიციამ ძალის გამოყენით დაშალა


პაკისტანის პოლიციამ ძალის გამოყენით დაშალა დედაქალაქ ისლამაბადში გამართული დემონსტრაცია, რომლის მონაწილეები

პაკისტანის პოლიციამ ძალის გამოყენით დაშალა დედაქალაქ ისლამაბადში გამართული დემონსტრაცია, რომლის მონაწილეები
პროტესტს გამოთქვამდნენ დასავლეთი ევროპის პრესაში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნების წინააღმდეგ. ხელისუფლებამ ჯერ კიდევ გუშინ აკრძალა ისლამაბადში ნებისმიერი სახის დემონსტრაციების მოწყობა. დღევანდელ აქციას წინ უძღოდა რადიკალური ისლამური დაჯგუფებების ორასამდე აქტივისტის დაპატიმრება. ანალოგიური მასობრივი საპროტესტო აქციები სხვა ქვეყნებშიც გაიმართა. მათგან ყველაზე მრავალრიცხოვანში - თურქეთის ქალაქ სტამბოლში - ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ინდონეზიის დედაქალაქში დემონსტრანტებმა ქვები დაუშინეს აშშ-ის საელჩოს. წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები თავდაპირველად დანიის გაზეთმა "ილანდს-პოსტენმა" გამოაქვეყნა, შემდეგ კი ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყნის გაზეთებმა გადაბეჭდა. პუბლიკაციებს შეურაცხყოფილი მაჰმადიანების მძაფრი და, ხშირ შემთხვევაში, ძალადობრივი პროტესტი მოჰყვა.
XS
SM
MD
LG