Accessibility links

logo-print

თბილისი ცალმხრივად იწყებს ცხინვალის რეგიონში


თბილისი ცალმხრივად იწყებს ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოგვარების

თბილისი ცალმხრივად იწყებს ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოგვარების
სამშვიდობო გეგმის განხორციელებას. ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გუშინ, საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი თავმჯდომარეობდა. ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოგვარების უწყებათაშორის საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა. სხდომის შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისი მზად არის, ითანამშრომლოს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებასთან. ნოღაიდელის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა, ცხინვალის რეგიონის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობის გზით მოაწყოს შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის ცხინვალში ან თბილისში. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახლა უპირველესი ამოცანაა ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით ყველა ღონეს ხმარობს.
XS
SM
MD
LG