Accessibility links

logo-print

ირანის ნახევრადოფიციალური ახალი ამბების სააგენტოს


ირანის ნახევრადოფიციალური ახალი ამბების სააგენტოს, "მეჰრის" ცნობით,

ირანის ნახევრადოფიციალური ახალი ამბების სააგენტოს, "მეჰრის" ცნობით,
ვებგვერდი, რომელიც ჰოლოკოსტის კარიკატურების კონკურსის რეკლამას აწარმოებს, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში 14-მა მილიონმა ადამიანმა დაათვალიერა.
ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია ხუთიოდე კარიკატურა.
კონკურსი ირანის ყოველდღიურმა გაზეთმა, "ჰამშაჰრიმ" გამოაცხადა, და ის მიზნად ევროპის გაზეთებში გამოქვეყნებული წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურებისთვის პასუხის გაცემას ისახავს. ვებგვერდი გამარჯვებულებს რამდენიმე პრემიას პირდება – მათ შორის, პირველ ადგილზე გასულისთვის დაწესებულ ჯილდოს, 12 ათას დოლარს. კონკურსის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ სურთ პასუხი გასცენ განცხადებას, თითქოს გაზეთებს, გამოხატვის თავისუფლების სახელით, ყველა თემაზე შეუძლიათ სატირული მასალის გამოქვეყნება.
XS
SM
MD
LG