Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული ქართული სამშვიდობო


ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული ქართული სამშვიდობო ბატალიონის სარდლობამ

ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული ქართული სამშვიდობო ბატალიონის სარდლობამ
საავტომობილო გზებზე გასულ ღამით დაწესებული შეზღუდული რეჟიმი გააუქმა. საავტომობილო გზების ბლოკირების გადაწყვეტილება თბილისმა მას შემდეგ მიიღო, რაც კვირას საღამოს ოსმა და რუსმა მშვიდობისდამცველებმა ქართული სამშვიდობო ბატალიონის წევრებს სოფელ აჩაბეთის მიმართულებით გადაადგილების საშუალება არ მისცეს.
დღეს რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებმა დანაპირები შეასრულეს და ქართული ბატალიონი აჩაბეთამდე თავად გააცილეს. ბოლო ინფორმაციით, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შექმნილი დაძაბული ვითარება ამჟამად განმუხტულია.
XS
SM
MD
LG