Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი


გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი, ლუიზ არბური, დღეს ინგუშეთში ჩავიდა.

გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი, ლუიზ არბური, დღეს ინგუშეთში ჩავიდა.
ამით არბურმა ჩრდილოეთი კავკასიის რეგიონში ვიზიტი დაიწყო. არბური ნაზრანში პრეზიდენტს, მურატ ზიასიკოვს შეხვდება. ის აგრეთვე გამურზიევოს ბანაკს მოუნახულებს, სადაც ჩეჩნეთიდან ლტოლვილები იმყოფებიან. 21 თებერვალს არბური ჩეჩნეთში ჩავა, 22-ში კი ჩრდილოეთ ოსეთს მოინახულებს. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში იგი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსაც შეხვდება. არბური მოსკოვში კვირას, 19 თებერვალს ჩავიდა. მისი ვიზიტის მიზეზს რუსეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესწავლა წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG